ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები” ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან

07 ოქტომბერი 2021, 10:08 1001 ნახვა

კალინინგრადში რაგბში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში გავიდნენ, სადაც 9 ოქტომბერს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.

პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 76:0 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი ბელგიას 6 ლელო გაუტანეს და 37:3 დაამარცხეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში