საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

07 ოქტომბერი 2021, 12:31 2521 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის ვაჟა ანანიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად გამოცხადდა ცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ამავე გადაწყვეტილებით აკადემიამ  ვაჟა ანანიძე კოორდინატორის ტოლფას თანამდებობაზე უნდა აღადგინოს და ამ პერიოდის განმავლობაში, ნაცდური ხელფასი აუნაზღაუროს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით საზღვაო აკადემიამ ვაჟა ანანიძეს დაუყოვნებლივ, კონპენსაციის სახით უნდა აუნაზღაუროს 25 200 ლარი. ხელფასის სახით კი აკადემიას ყოფილი პროფესორისთვის 30 000 ლარი აქვს გადასახდელი.

გაასაჩივრებს თუ არა ყოფილი პროფესორი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, იურისტი ამბობს, რომ სარჩელის დეტალურად გაცნობის შემდგომ გადაწყდება.

საზღვაო აკადემიის წარმომადგენელმა დღეს კომენტარი არ გააკეთა.

პროფესორი ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გასულ წელს დისციპლინური გადაცდომის ბრალდებით გაათავისუფლეს. მას შემდეგ პროფესორმა არა ერთი აქცია გამართა. ის სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც აკადემიიდან გაუშვეს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში