ე.წ ბუსტერ დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას - ივანე ჩხაიძე

07 ოქტომბერი 2021, 13:36 4283 ნახვა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის  განცხადებით, ე.წ ბუსტერ დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, "ასტრაზენეკას" აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა 2 დოზის გაკეთების შემდეგ არ საჭიროებს გაძლიერებას, რადგან მისი დაცვის მექანიზმი გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ მას ეს არ ეხება.

"ფაიზერმა" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ განიხილავდა გამაძლიერებელი, ბუსტერ დოზით  გაკეთების აუცილებლობას 6-12 თვის პერიოდში. ვინაიდან დადგენილია, რომ "ფაიზერი" გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ მნიშვნელოვნად კარგავს თავის დამცველობის ძალას. შესაბამისად საქართევლოში პირველ რიგში ეს შეეხება იმ ხალხს, ვინც "ფაიზერითაა" აცრილი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალსწინებით.

ყველა ის ადამიანი, ვისაც გაკეთებული აქვს "ფაიზერის" ვაქცინა და ასაკი არის 50 წელს ზემოთ შეუძლია მიმართოს ვაქცინაციის ცენტრებს და გაიკეთოს ბუსტერ დოზა.

რაც შეეხება 50 წლამდე მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ის ჯგუფები სადაც ეს ვაქცინაცია აუცილებელია. ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე 16 დან 49 წლამდე მოსახლეობა, მათთვის ე.წ ბუსტერ დოზა იქნება ასევე ხელმისაწვდომი და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანები.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლესაც გაკეთებული აქვთ "სინოფარმის" ან "სინოვაკის" დოზა, მათი გადასაწყვეტია გაიკეთებენ თუ არა და რომელი ვაქცინით ე.წ ბუსტერ დოზას.

"სინოფარმს" არ აქვს დაფიქსირებული, რომ მას სჭირდება გაძლიერება, თუმცა აქ გამოყოფილია ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც უნდათ საზღვარგარეთ წასვლა. მაგალითად, ასეთ ადამიანებს შეუძლია ბუსტერი გაიკეთოს როგორც "სინოფარმით", ასევე "ფაიზერით", ეს მისი არჩევანია"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე განცხადებით, ე.წ ​ბუსტერ დოზა კატეგორიულად ეხება მხოლოდ "ფაიზერს".

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, დარჩენილია ტექნიკური დეტალები და ის ალბათ მომდევნო კვირიდან დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში