როცა წვიმს, ირგვლივ ყველაფერი რუხია, ჩვენ ვანათებთ და ვიღიმით - პირველი შთაბეჭდილებები სკოლაში დაბრუნების შემდეგ

07 ოქტომბერი 2021, 15:16 1188 ნახვა

ეს მეორე კლასელი ლილე ანანიძის ნახატია.

ხანგრძლივი განშორების შემდეგ, სკოლაში დაბრუნების ემოციები, პატარა ლილემ ხატვით გადმოსცა.

ამბობს, რომ ნახატით ის სითბო და სიყვარული გამოხატა, რაც სკოლაში მისულს დახვდა. საკლასო ოთახთან მას დირექტორი, ნატალია მგელაძე სიყვარულით შეეგება და მოეფერა.

მიუხედავად, იმისა, რომ ცუდი ამინდი იყო და ირგვლივ ყველაფერი რუხი ფერის, ლილეს წარმოსახვაში დირექტორი ფერადი, ნათელი და ლამაზკაბიანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში