მედიკოსთა აცრა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

07 ოქტომბერი 2021, 19:42 971 ნახვა

ვაქცინაცია სავალდებულო ვერ გახდება, თუმცა შესაძლოა, ეპიდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას - ასეთია ამ ეტაპზე სახელმწიფოს პოზიცია. საქართველო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზის გამოყენებასაც იწყებს. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით მესამედ აცრა 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ და 16-დან 49 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ. გარდა ამისა უკვე შესაძლებელია აცრა გაუკეთონ 12-დან 16 წლამდე მოზარდებს, ოღონდ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონეებსა და ისიც მხოლოდ ფაიზერით. ამ დრომდე საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი. ვაქცინაციიის კამპანიის მიზნით, ჯანდაცვის უწყება 15 ოქტომბრიდან ე.წ მარათონს იწყებს და შერჩეულ სოფლებში ე.წ. აგიტატორების ჯგუფები იმუშავებენ. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7 პროცენტია. დღეს „ covid 19“  კიდევ 2 228 მოქალაქეს დაუდასტურდა, 1 711 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში