საქართველოში კორონავირუსის 2661 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

08 ოქტომბერი 2021, 11:07 636 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2661 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 274 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 840 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 119 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 721 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.70% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.16%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 559, ქვემო ქართლი - 158, შიდა ქართლი - 116, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 293, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში