კლინიკაში გადაიყვანეს ახალშობილი, რომელიც კორპუსის ნგრევის დროს დედას ხელში ჰყავდა

08 ოქტომბერი 2021, 12:49 9341 ნახვა

ბათუმში, მაშველებმა დახმარება გაუწიეს ახალშობილსაც, რომელიც დედას ხელში ეჭირა, თავად შემთხვევის ადგილას ნანგრევებში მოყოლილ ავტომობილთან იდგა.

ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ დროისთვის კლინიკაში გადაჰყავთ. 

რამდენიმე წუთის წინ  კორპუსის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყოლილია ავტომობილებიც. 

​ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ნგრევის გამომწვევ მიზეზებზე ისინი ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ. მათივე თქმით, სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით  დამატებითი დეტალები რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

პირდაპირი / LIVE

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში