რუსთავის ციხესთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ზვიად კუპრავა

08 ოქტომბერი 2021, 14:57 747 ნახვა

რუსთავის ციხესთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ციხის კედლებზე წარწერას – “თავისუფლება მიშას!” აკეთებდნენ, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაკავებულია აქციის მონაწილე ზვიად კუპრავა.

ზვიად კუპრავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა და მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა გააპროტესტა.

კუპრავამ ციხის კედელზე წარწერის: „თავისუფლება მიშას“ გაკეთება სცადა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება.

სამართალდამცველების განმარტებით, კუპრავა გააფრთხილეს, რომ ციხის კედელზე წარწერის გაკეთება არ შეიძლებოდა და მიუხედავად  ამისა, იგი მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში