ნგრევა შესაძლოა რამდენიმე მიზეზს გამოეწვია - აჭარის პროფკავშირების შრომის უსაფრთხოების ექსპერტი

08 ოქტომბერი 2021, 20:34 866 ნახვა

აჭარის პროფკავშირების შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ამბობს, რომ ნგრევა შესაძლოა გამოეწვია 4 ფაქტორს. ლევან გურგენიძის განმარტებით, აფეთქება რომ ყოფილიყო, მას დარტყმის ტალღა ექნებოდა და არაა გამორიცხული იქ ხანძარი გამოეწვია, ამიტომ ეს ვერსია 90% უნდა გამოირიცხოს. მისივე განცხადებით, უნდა შემოწმებულიყო სახლის მდგრადობა . ასევე უნდა დაისვას საკითხი თუ როგორ დამონტაჟდა ლიფტი. "კიდევ ერთი ვერსია არის სარემონტო სამუშაოები, რომელსაც სამწუხაროდ არავინ ამოწმებს. ხშირ შემთხვევაში ფართის მოგების მიზნით საყრდენ კედლებსაც ანგრევენ და ტეხავენ ფართებს"- აცხადებს ლევან გურგენიძე. აჭარის მშენებელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს სახლი თავიდან იყო 5 სართული და 2007 წელს მას სართული დაემატა. იაკობ გურგენიძე ამბობს, რომ დამატებითი სადარბაზოს დაშენებისას უხეშად ყოფილიყო დარღვეული ფუნდამენტის სამუშაოები. მისივე თქმით, როგორც ჩანს ზედამხედველობის სამსახური ამ პროცესებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში