შემოყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერება, რომლის მუშაობაც აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობები - თამარ მხატვარი

08 ოქტომბერი 2021, 21:14 3549 ნახვა

ნანგრევებიდან, ცოტა ხნის წინ, ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. ის სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოში გადაიყვანა. 

ექიმის, თამარ მხატვარის ინფორმაციით, დაფიქსირდა გულის გაჩერება, რომლის მუშაობაც აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობები.

,,ახალგაზრდა ქალბატონი 20:30 წუთზე შემოიყვანეს, მანქანაშივე დაფიქსირდა  მდგომარეობის დამძიმება, ორმხრივი მიდრიაზი, სისხლდენა. გულის გაჩერება. გულის მუშაობა აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობები. ვმუშაობთ და ვიკვლევთ. აქვს მოტეხილობები სავარაუდოდ მენჯის ძვლების", - აცხადებს თამარ მხატვარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში