სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი - ვახტანგ გომელაური

08 ოქტომბერი 2021, 23:16 2519 ნახვა

ბათუმში სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

მისივე განცხადებით, არსებული ინფორმაციით ნანგრევებში სულ 10-მდე ადამიანია მოყოლილი.

"ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა.

ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. თუმცა, ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდეც გაგრძელდება, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს. ​ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი. მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ბეტონების და სინკარების გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

ჩვენი ინფორმაციით, უნდა იყვნენ დაახლოებით ორი ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს. როგორც მე მომახსენეს მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, 100 პროცენტით ვერ გიდასტურებთ. სავარაუდოდ ადამიანის ცხედარია. მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ, სავარაუდოდ გარდაცვლილი უნდა იყოს", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში