ამ ეტაპზე ვეძებთ 3 ადამიანს და წესით მეტი არ უნდა იყოს - ვახტანგ გომელაური

09 ოქტომბერი 2021, 10:13 1243 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნაპოვნია 5 ადამიანი, ამ ეტაპზე ეძებენ 3 ადამიანს.

მისივე განმარტებით, წესით მეტი არ უნდა იყოს.

"პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მესაკუთრე და ორი პირები, რომლებიც აწარმოებდნენ სამუშაოებს. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობა იყო ნგრევა თუ სხვა რამემ გამოიწვია.

გამოძიება მიდის ყველა მიმართულებით, მათ შორის საჯარო რეესტრის ინფორმაციაზე"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადებით, შესაძლოა გაიზარდოს დასაკავებელ პირთა რიცხვიც.

ამბობს, რომ უნდა გაიწმინდოს ინფორმაცია და მეტად გამოჩნდება ნგრევის მიზეზები.

""მიშენებების პრობლემა არა მხოლოდ ბათუმშია, არამედ მთელ საქართველოში. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა თბილისში. მე არ ვიცი რა უნდა უყოს ამ საკითხს ხელისუფლებამ. ბოლო წლებში მიშენებები აღარ განხორციელებულა.ამ კორპუსზე დაშენება მოხდა 15 წლის წინ.

შესაძლოა პრობლემატური იყოს მეორე მხარეც, თუმცა ეს ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ გამოჩნდება"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში