ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია 

09 ოქტომბერი 2021, 17:27 2035 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მუშაობა დროებით შეჩერდა. 

მიმდებარე ტერიტორიაზე მომიჯნავე კორპუსებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, რადგან არის საშიშროება ნგრევა ისევ განმეორდეს.

ტრაგედიის ადგილიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ნანგრევებიდან ​ 8 ცხედარი ამოასვენეს, მათგან სამი – ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში