გეოლოგები ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან, დადგინდება რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება - თორნიკე რიჟვაძე 

09 ოქტომბერი 2021, 10:42 1077 ნახვა

ბათუმში, ჩამონგრეული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მაშველები ამ ეტაპზე სამ ადამიანს ეძებენ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გეოლოგები და კონსტრუქტორები ირგვლივ მდებარე ყველა კორპუსს შეამოწმებენ და დაადგენენ, რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება.

"მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. ამოყვანილია და გადასვენებულია ცხედრები. ვეძებთ 3 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი. ვაგრძელებთ ადგილზე სამაშველო სამუშაოებს. 

შსს-მ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს საბოლოოდ.

როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებულია როგორც კონსტრუქტორები ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა კორპუსის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება.

რაც შეეხება დაზარალებულებს უზრუნველყოფილი იქნებიან როგოც საცხოვრებლით, ასევე სხვა დამატებითი საშუალებებით რაც მათ ესაჭიროებათ''- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში