აჭარაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09 ოქტომბერი 2021, 11:09 702 ნახვა

9 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 127 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 381. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 83, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 პირი. 

667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 - თბილისში, 179 - აჭარაში.

18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 646 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში