მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს - ქალი და ბავშვი

09 ოქტომბერი 2021, 13:11 2837 ნახვა

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ქალი და 12 წლის ბავშვი.

იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გადაასვენა.

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.

რვა ადამიანიდან 4 ერთი ოჯა­ხის წევრია. გარდაცვლილია 35 წლის ქალი, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში