თბილისობა არ ჩატარდება, თანხა ბათუმში გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება - კახა კალაძე 

09 ოქტომბერი 2021, 14:57 1296 ნახვა

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ღონისძიება, რომელიც, სატელევიზიო ფორმატით, თბილისობის აღსანიშნად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. თანხა ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

"ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.

დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“, – წერს კახა კალაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში