დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს - თორნიკე რიჟვაძე

09 ოქტომბერი 2021, 15:15 7413 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

"ბათუმში მომხდარ შემზარავ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოახდინა მყისიერი რეაგირება და დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ.

უნდა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში