დაზარალებულების დასახმარებლად შემოწირულობა გროვდება

10 ოქტომბერი 2021, 12:15 935 ნახვა

ტრაგედიის დღიდან დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად თანხისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვებას განაგრძობს არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’იალქანი’’.

როგორც ორგანიზაციაში გვითხრეს, მოქალაქეების შემოწირულობით უკვე 20.000 ლარი შეგროვდა, რომლითაც დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან. არასამთავრობო ორგანიზაციამ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაგროვებლად ჭავჭავაძის   27   და 32 ა-ნომერში ორი საოფისე ფართი გამოყო, სადაც მოქალაქეებს  ნებისმიერ დროს შემოწირულობის გაღება შეუძლიათ. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 577 60 60 01. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში