ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ

10 ოქტომბერი 2021, 15:21 1167 ნახვა

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსს ექსპერტები სწავლობენ, გვერდით მდგომი კორპუსებიდან მოსახლეობა გაყვანილია და სანამ არ  დადგინდება შენობის ვარგისიანობა ისინი სახლში ვერ დაბრუნდებიან.

ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, კერძო  ბინის შიდა ტერიტორიაზე  მიმდინარეობდა რემონტი, რომელიც მერიასთან შეთანხმებას არ მოითხოვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  განცხადებით კი კერძო ფართის რეკონსტრუქცია  თვითნებურად მიმდინარეობდა და გამოძიების შემდეგ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში