საქართველოში გლოვის დღეა

11 ოქტომბერი 2021, 09:52 1048 ნახვა

საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა.

დღეს, 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის საკათედრო ტაძარში პანაშვიდზე მივა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში