ჩამოვარდა თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია, მომხდარი შენობის დაზიანებაზე არ მიანიშნებს - იაშვილის კლინიკა

11 ოქტომბერი 2021, 10:30 1484 ნახვა

ჩამოვარდა თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია, მომხდარი შენობის დაზიანებაზე არ მიანიშნებს - წერია განცხადებაში, რომელსაც იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პალატაში თაბაშირ-მუყაოს ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

პაციენტების სხვა პალატაში, მათთვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა კი დაუყოვნებლივ მოხდა.

''ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და მედპერსონალს ინციდენტით გამოწვეული შიშისა და დისკომფორტისთვის. ჰოსპიტლის საინჟინრო სამსახურების მიერ მყისიერად მოხდა ფაქტის შესწავლა. დადგინდა, რომ ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე.

უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოხდება დამატებითი სიღრმისეული ექსპერტიზა'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

რამდენიმე საათის წინ ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკის, ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში