ბათუმში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ირლანდიასა და აზერბაიჯანში

11 ოქტომბერი 2021, 11:38 1959 ნახვა

სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში. შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ საელჩოს დიპლომატიური კორპუსის სახელით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. ღონისძიებაში მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს ირლანდიაში, ქ.დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში