თურქეთში ჩეჩნები დააკავეს

11 ოქტომბერი 2021, 13:44 767 ნახვა

6 ადამიანი, რომლებიც თურქეთში უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე თავდასხმის მომზადებასა და ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები  რუსეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ.

თურქული ტელეარხი „სი-ენ-ენ- თურქი“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ  სპეცოპერაცია ანკარასა და სტამბოლში ჩატარდა. 

დაკავებულების სახლებში ჩხრეკისას იარაღი, დიდი ოდენობით ფული და საბრძოლო მასალა, ასევე რუსეთის პასპორტები იპოვეს.

თურქული მედიის თანახად,  რუსეთის მოქალაქეები თურქეთში პოლიტიკური და სამხედრო ჯაშუშობის მიზნით ჩავიდნენ. თურქული სპეცსამსახურები ეჭვმიტანილებს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში