ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა - გომელაური

11 ოქტომბერი 2021, 15:35 650 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მსგავსი პრობლემები არის თბილისშიც. 

''იცით, რომ სამი პიროვნება პასუხისგებაში მიეცა. ვინ იყო ჩართული და ვინ არა, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, არის გამოძიება, გამოძიებას კურირებს გამომძიებელი და ზედამხედველი პროკურორი. მე ვერ ვისაუბრებ ვინ რა გააკეთა და ვინ რა ჩვენება მისცა. თავის მტკიცებულებებით, რაც წარუდგინეს სასამართლოს, მან ბრალდებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მუნიციპალური სამსახურის პასუხისმგებლობა თუ იკვეთება, ამაზე ვერ გეტყვით, ჯერ არ გამოკვეთილა. რომ გამოკვეთილიყო, წესით, მასაც მისცემდნენ პასუხისგებაში. გამოძიება გრძელდება და ამას ვინმე დაემატება თუ არ დაემატება ვერ გეტყვით, გამოძიებამ უნდა გვითხრას.

თუ პრემიერმა თქვა გამკაცრდებაო გამკაცრდება. იქნება მეტი ყურადღება მისაქცევი. ძალიან ბევრი პრობლემაა თბილისში მითუმეტეს, როგორ უნდა გაუმკლავდეს, მე არ ვიცი, ურთულესი თემაა ნამდვილად. ასობით ოჯახია - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში