გლოვის დღე

11 ოქტომბერი 2021, 18:03 1057 ნახვა

„ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნეს დაშვებული“- ეს განცხადება  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით,  რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. ის ბათუმში სამოქალაქო  პანაშვიდს დაესწრო. ცნობილი გახდა, რომ ყველა დაზარალებულ ოჯახს ბინები გადაეცემათ. პარალელურად მეოთხე დღეა გლოვის მემორიალად ქცეულ რკინის ჯებირებთან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში