ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელეს

11 ოქტომბერი 2021, 18:34 853 ნახვა

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დევიდ ქარდს, ჯოშუა ანგრისტს და გვიდო იმბენსს გადაეცათ.  კანადელ დევიდ ქარდს ჯილდო შრომის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა, კერძოდ მინიმალურ ხელფასზე, იმიგრაციასა და განათლებაზე შრომის ბაზრის ზემოქმედების შესწავლისთვის. ამერიკელებმა ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა ჯილდო მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების ანალიზის მეთოდოლოგიაში გაწეული მუშაობისთვის მიიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში