ტრაგედიის შედეგად დაღუპული პატარა დათოს გამოფენა

11 ოქტომბერი 2021, 19:38 4791 ნახვა

ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის დათუნა შომახიას ნახატები დღეს გლოვის კედელზე მისმა პედაგოგმა გამოფინა. მოზარდი სამხატვრო სტუდიაში 6 წლის ასაკიდან დადიოდა. როგორც ლია კასპელაშვილი იხსენებს, დათუნას საოცარი ხატვის ნიჭი ჰქონდა, ხატავდა პანდემიის დროსაც, როდესაც შეწყვეტილი იყო  სწავლების პროცესი, სწორედ ონლაინში  ხატვამ გადაატანია დათუნას პანდემიური ჩაკეტილობა. პედაგოგი იხსენებს მის არაერთ სიგელს და ჯილდოს. ამბობს, რომ სიცოცხლეში დაპირებული დათუნას ნახატების  გამოფენა  აუცილებლად განხორციელდება. დათუნას ერთ -ერთი ნახატი კი ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში