შემთხვევების მატების ტენდენცია გამოიკვეთა, შესაძლებელია ეს იყოს "მეხუთე ტალღის" დასაწყისი - თენგიზ ცერცვაძე

11 ოქტომბერი 2021, 20:24 977 ნახვა

ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა კორონავირუსის შემთხვევების მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერ ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია.

გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც, რომელიც იყო 20 000-ზე ქვემოთ ჩამოსული და ახლა ისევ აცდა. შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, ან შესაძლებელია იყოს დროებითი და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა.

ასეთი აბსურდის თეატრი თუ გავაგრძელეთ, სხვა სახელს ვერ დავარქმევ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, თან საუკეთესი ვაქცინები, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მხოლოდ შვიდი-რვა ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით რთული ვითარებაა.

"თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში