„გლოვის კედელი“

12 ოქტომბერი 2021, 11:56 917 ნახვა

ე. წ-ულ  ,,გლოვის  კედელთან“  მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ისინი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილას დილიდან მიდიან. 

მიაქვთ სათამაშოები,  ყვავილები და ანთებენ სანთლებს დაღუპულების  პატივსაგებად.   ყველას ერთი ტკივილი, ერთ დღეზე , ერთდროულად გარდაცვლილი  9  ადამიანი აერთიანებს.  

გლოვის კედელთან მისულებს ნანგრევებში მოყოლილი  12 წლის დათა შომახიას ნახატებიც დახვდებათ.   პედაგოგებმა და თანაკლასელებმა მას ღია ცის ქვეშ პერსონალური გამოფენა მოუწყვეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში