ვფიქრობთ გავაფართოვოთ მუნიციპალური სამსახურების უფლებამოსილებები - ნათია თურნავა კორპუსის ჩამონგრევაზე

12 ოქტომბერი 2021, 12:28 1044 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ფიქრობს, რომ შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების უფლებამოსილებები გააფართოვოს.

„როგორც ჩანს, შესაბამისი ორგანოები მოკლებული იყო შესაძლებლობას, ჰქონოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში, თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს. ამ შესაძლებლობის გარეშე, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავიგებთ.

თითოეულ ადამიანს მეტი პასუხისმგებლობა და წინდახედულობა მართებს. ეს ყველასთვის გაკვეთილია.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ  მუნიციპალური შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები. იგივე - მუნიციპალური ინსპექციების, რომ მათ მეტი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე და მოქალაქეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა.

მოქალაქეებმაც მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და მეზობლების უსაფრთხოებაზე და ჩვენ შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში