ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმე-5 პირს ბრალდება წარედგინა

12 ოქტომბერი 2021, 10:30 682 ნახვა

პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე ოთხს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ჩადენილი ჯგუფური დანაშაული სასჯელის ზომად 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. დანაშაულის შეუტყობინებლობა კი 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. გორში ბრიტანელი ტურისტი თომას კენედი 2 დღის წინ მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში