ჩინეთის შანსის რაიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 13 კი, სამგზავრო ავტობუსის მდინარეში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლმა არ გაითვალისწინა ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილება და დატბორილ ხიდზე გადასვლა სცადა, რის შემდეგაც წყლის ნაკადმა ავტობუსი მდინარეში გადააგდო.
დაზარალდა მილიონ 700 ათასზე მეტი ადამიანი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.