ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

12 ოქტომბერი 2021, 09:49 708 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებში კოვიდვაქცინის დამატებითი დოზის რეკომენდაციას იძლევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის განცხადებით, დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეს ადამიანებს, რომელთაც მძიმე ფორმის იმუნოდეფიციტი აქვთ და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, 60 და მეტი ასაკის პირებში მესამე დოზა აუცილებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინებით – „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში