ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა, ამას მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ  - თამარ გაბუნია

12 ოქტომბერი 2021, 13:37 1161 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს მეხუთე ტალღის მანიშნებელი არ არის. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასევე საყურადღებოა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. 

''ჩვენ ამას განსაკუთრებით შევისწავლით. ბოლო პერიოდში გარკვეული მატება იყო, მაგრამ დღევანდელი ციფრი უჩვეულოდ მაღალია. თუნდაც სამშაბათის მაჩვენებლის გათვალისწინებით. ამას მოკვლევა მოჰყვება. 2000-დან 3000-მდე მერყეობს ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი. ამას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედერებით დაბალი მაჩვენებელი. არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა, იმისათვის, რომ ინფიცირების გავრცელებას ხელი შეუშალოს'' - განაცხადა გაბუნიამ. 

მისივე თქმით, საჯარო სკოლების 2,2% გადასულია სწავლების ონლაინ რეჟიმზე.

''მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს, პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს თუ გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევა. საჯარო სკოლების 2,2% გადასულია ონლაინ რეჟიმზე. სკოლებში ინფექციის შეკავება არის ჩვენი პრიორიტეტი. 

ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის მართვა. ამას მეხუთე ტალღას ნამდვილად ვერ დავარქმევ, ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული რყევები'' - განაცხადა გაბუნიამ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში