სკოლებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება 

12 ოქტომბერი 2021, 13:47 1034 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. 

თამარ გაბუნიას თქმით, აუცილებელია პერსონალი ვაქცინაცია და წესების დაცვა, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში. 

''ის რეკომენდაციები, რომელიც სკოლებისთვის არის დაწესებული ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი არის საკმაოდ ეფექტური. 

ბაგა-ბაღებშიც ასევე მთავარია წესების დაცვა და პერსონალის ვაქცინაცია. ანუ იქ დასაქმებული პირების, ვინც ბავშვებთან მუშაობს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ბაგა-ბაღი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის გამო დაიხურა. ბუნებრივია, ბაგა-ბაღების დისტანციური მუშაობა შეუძლებელია, ეს აბსურდია და ვერ ვლაპარაკობთ ამაზე.

სკოლები აგრძელებენ ჩვეულებრივად ფუნქციონირებას იმ რეჟიმით, რაც განსაზღვრულია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო რამდენიმე ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა. 46 კლასი კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში