პირველი დოზით აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - გაბუნია 

12 ოქტომბერი 2021, 13:58 764 ნახვა

12 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს 6 817 ადამიანი აიცრა, აქედან 711 ადამიანი აჭარაში.

პირველი დოზით ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიას თქმით, პირველი დოზით აცრის რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. 

„ბოლო 2-3 კვირის პერიოდით, პირველი დოზით აცრების რაოდენობა შემცირდა მნიშვნელოვნად. ეს არის ყოველდღიური აცრების არაუმეტეს 30%-ისა. თუ 3000 აცრა ჩატარდა დღის განმავლობაში, აქედან პირველი დოზა იქნებოდა 1/3, დანარჩენი არის მეორე დოზა. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაციის პროცესს სჭირდება ხელშეწყობა და გააქტიურება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში