ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება - გამყრელიძე

12 ოქტომბერი 2021, 14:23 838 ნახვა

სააკოორდინაციო საბჭო მოტივაციის მიზნით, გარკვეულ საკითხებს განიხილავს, შესაბამისად ამ  მიზნით იწყებენ ე.წ. მარათონს, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე 49 სოფელია არჩეული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბევრ რამეს ვცდილობთ, მათ შორის მარათონის პრინციპით დაიწყება დაახლოებით 49 სოფელში აცრების მეტი ინტესიფიცირება. ხვალ გავდივართ შიდა ქართლის ოთხ დიდ სოფელში. 15-16 ოქტომბერს ვიწყებთ შიდა და ქვემო ქართლიდან, სოფლებში წინასწარ იმუშავებენ ჩვენი ჯგუფები, მოსახლეობას მოაბილიზებენ და ორშაბათიდან გვინდა, რომ მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზევით ადამიანების აცრა. 

"გვინდა, ორშაბათიდან მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების საშუალებით გავააქტიუროთ აცრები. გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს აცრებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით ამ საკითხებზე. სოფლის მოსახლეობაზე განიხილება სპეციფიური წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასოფლო - სამეურნეო სამუშაოებთან არის დაკავშირებული და არამონეტარულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა. ჩვენი მასალის საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერადად აცრილებში 9-ჯერ ნაკლები გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებულებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში