ლატვია არავაქცინირებული პენსიონერების მოტივაციას ცდილობს

12 ოქტომბერი 2021, 13:50 845 ნახვა

ლატვიაში არავაქცინირებული პენსიონერები შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ.  ქვეყნის ხელისუფლება ხანშისესულ მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გაზრდის გამო, რომელიც ევროპაში ენერგორესურსების ღირებულების გაზრდას მოჰყვა,  დანამატის სახით  20 ევროს გადახდას დაჰპირდა.  

ლატვიის პრემიერ-მინისტრის  კარინიშ  კრიშიანსის თქმით,  დანამატს მხოლოდ ის პენსიონერები მიიღებენ, რომლებმაც კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინა გაიკეთეს.  მისი თქმით,  მოხუცები კორონავირუსის პანდემიის ფონზე რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და ამიტომ მათ   ვაქცინაციისთვის  მოტივაცია  სჭირდებათ. 

პენსიონერებს ეს შეღავათი მართლაც სჭირდებათ, რადგან ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა კუბურ მეტრზე ათას 100 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში