სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრება - საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსდა

12 ოქტომბერი 2021, 14:52 1326 ნახვა

ბათუმის ტრაგედია ყველასთვის გაკვეთილია, ამიტომ მთავრობა ფიქრობს, რომ შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების უფლებამოსილებები გააფართოვოს-ამბობს ნათია თურნავა. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მუნიციპალურ ინსპექციებს მეტი წვდომა  უნდა ჰქონდეთ  სამშენებლო სახის ინფორმაციაზე, ხოლო მოქალაქეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა. სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს და პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავამ ინიციატივაზე ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში