კორონავირუსის გამო აჭარაში 3 ბაღი და 1 სკოლა დახურულია

12 ოქტომბერი 2021, 14:39 1067 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო ჩაქვის მეორე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.  ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ორი ჯგუფი იზოლაციაშია გადაყვანილი. რამდენიმე დღის წინ ვირუსი დაუდასტურდა სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულია საბავშვო ბაღის ხელმძღვანელიც, რის გამოც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა საბავშვო ბაღის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა სოფელ ლეღვას, ალამბრის, ბობოყვათისა და ქალაქის მე-3 საბავშვო ბაღში. აჭარაში კოვიდის გამო 28 კლასი ონლაინ სწავლებაზე რჩება.  

კორონავირუსის დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი 2 კვირით შეწყდა ღორჯომის საბავშვო ბაღში. აქ ვირუსი მზარეულს დაუფიქსირდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში