ტოკიოს პოზიციას კრემლი არ ეთანხმება

12 ოქტომბერი 2021, 18:40 1185 ნახვა

იაპონიის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის განცხადებას კრემლი გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის დიმიტრი პესკოვის თქმით,  რუსეთი არ ეთანხმება იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის  ფუმიო კიშიდას კომენტარს, რომ იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილიის კუნძულებზე ვრცელდება.  ეს რუსეთის ტერიტორიაა და რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება სხვადასხვა დონეზე გააგრძელოს იაპონიასთან დიალოგი იმ მგრძნობიარე საკითხების გადაჭრის მიზნით, რომელიც დღის წესრიგში რჩება“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილიის კუნძულებზე ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში