კოვიდის ახალი ტალღა გამოიკვეთა

12 ოქტომბერი 2021, 19:32 1055 ნახვა

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობა ისევ 10%-ს გადასცდა. შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, თუმცა ჯამში მას მაინც მაღალს უწოდებენ სპეციალისტები. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, 18 სექტემბრის შემდეგ, აცრის გაკეთების მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. სპეციალისტების პროგნოზით ქვეყანაში შესაძლოა ვირუსის მეხუთე ტალღა მალე დაიწყოს. ვირუსის პიკის პროგნოზის საფუძველს მათ ინფიცირების დღევანდელი გაზრდილი მაჩვენებელი აძლევთ,ისე, როგორც ეს ნახტომისებურად ივლისში იზრდებოდა. 50 წელს გადაცილებული 2-ჯერადად აცრილი მოქალაქეები კი ოქტომბრის ბოლოდან ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ,მათ შორის 16 წლიდანაც, ოღონდ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონეები. კორონავირუსის პანდემიასთან ერთად სპეციალისტები ახალ საფრთხეზე - ტვინდემიაზე საუბრობენ, როდესაც კორონავირუსის მორიგი ტალღა შეიძლება სეზონურ ვირუსებს დაემთხვეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში