ვაქცინაცია ვისაც არ სურს, მივიდეთ და ძილში ავცრათ - ფილიპინების პრეზიდენტი

12 ოქტომბერი 2021, 23:00 1114 ნახვა

ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, ძილში უნდა აცრან, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ვისაც ვაქცინაცია არ სურს, პრობლემას წარმოადგენენ. მივიდეთ, ვიდრე სძინავთ და ძილში ავცრათ. მივიდეთ მათ სახლებში და ავცრათ, როდესაც დაღამდება. მე გავაკეთებ ამას. მე წაგიძღვებით", - განაცხადა დუტერტემ.

10 ოქტომბრის მონაცემებით, ფილიპინებში 23 მილიონი ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში