აჭარაში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13 ოქტომბერი 2021, 10:54 931 ნახვა

13 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 171 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 109 პირი. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 435 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 78, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 18 პირი.

803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 - თბილისში, 241 - აჭარაში. 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში