საელჩოებთან დაკავშირებული უთანხმოება - აშშ და რუსეთი მოლაპარაკებებს გააგრძელებენ

13 ოქტომბერი 2021, 09:54 573 ნახვა

აშშ და რუსეთი საელჩოების ზომასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.ასევე აღნიშნა, რომ აშშ ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას მისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი რუსეთში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში