მესაკუთრეს ბინის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაევალა

13 ოქტომბერი 2021, 11:57 8225 ნახვა

ბოლო 4 დღის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. მოქალაქეები მიშენებებისა თუ სხვა სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შემოწმებას ითხოვენ.

სამი დღის წინ ჩვენმა გადამღებმა  ჯგუფმა ტბელ აბუსერიძის 9 ნომერში  საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე დარღვევით  მიმდინარე სამუშაო პროცესი გადაიღო.  

შედეგად, მოშლილია იატაკის ფილა და მზიდი კედლების ნაწილი, სამშენებლო სამართალდარღვევაზე მუნიციპალურმა ინსპექციამ საქმის წარმოება დაიწყო.

სამართალდამრღვევს  მისცეს მითითება  ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს. როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე შენობა საფრთხის შემცველი არაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში