ჩავუშოღლუს ბრალდებები აშშ-ისა და რუსეთის მისამართით

13 ოქტომბერი 2021, 17:55 1080 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქურთების დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთების“ მიერ სირიის საზღვარზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა შეერთებული შტატებსა და რუსეთს ეკისრებათ. ინციდენტის შედეგად ორი თურქი პოლიციელი დაიღუპა. ჩავუშოღლუს მტკიცებით, აშშ-მა და რუსეთმა არ შეასრულეს დაპირება სირიასთან საზღვრის მიმდებარე ზონიდან „სახალხო დაცვის შენაერთების“ გაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ განაცხადა, რომ თავდასხმა, რომლის მოწყობაშიც ანკარა ქურთების დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ ადანაშაულებს , "ბოლო წვეთი" იყო და, რომ თურქეთს გადაწყვეტილი აქვს ჩრდილოეთ სირიიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში