ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე 8 სართულიანის ნაცვლად 4 სართულიანი სახლი აშენდება

13 ოქტომბერი 2021, 21:02 4105 ნახვა

კომპანია "ახალი ერა" ქ. ბათუმში, დუმბაძის ქ. N12-14-ში 4 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიის ინფორმაციით, დუმბაძის ქუჩაზე 8 სართულიანის ნაცვლად 4 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.

"შედგა მორიგება მერიასა და კომპანიას შორის, რომლის თანახმადაც მოხდა პროექტის კორექტირება. შპს "ახალი ერა" პროექტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად 8 სართულის ნაცვლად 4 სართულის და მანსარდის მშენებლობას განახორციელებს", - აცხადებენ კომპანიაში.

ბათუმის მერიის მხრიდან მშენებლობის ნებართვაზე კომპანიამ უარი მიიღო. კომპანიამ მერიის მხრიდან მიღებული უარი სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის სასამართლოში ბათუმის მერიამ დავა წააგო. სააპელაციო სასამართლომ დაავალა მხარეებს არსებული დავის გადაწყვეტა მორიგების საფუძველზე.

2015 წელს მოხდა შეთანხმება პროექტზე, რომელიც 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას  გულისხმობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში