ვიზალიბერალიზაციის პროცესი

09 მაისი 2016, 00:00 5157 ნახვა

ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს_განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ევროკავშირის საბჭო 11 მაისს იმსჯელებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან და ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა ის პროექტები განიხილეს, რომლებიც ევროსაბჭოს დახმარებით ხორციელდება.

 

ამავე კატეგორიაში